CNN - ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს უკრაინისთვის 1.8 მილიარდი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც Patriot-ის სისტემებსაც მოიცავს

CNN - ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს უკრაინისთვის 1.8 მილიარდი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც Patriot-ის სისტემებსაც მოიცავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსალოდნელი ვიზიტის დროს უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამატებით 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარებას დააანონსებს, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ოფიციალურ პურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, დახმარების პაკეტი Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებსაც მოიცავს.

შეგახსენებთ, CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს.