კრემლი ევროკავშირის მიერ გაზის ზღვრული ფასის დაწესებას მიუღებელს უწოდებს

კრემლი ევროკავშირის მიერ გაზის ზღვრული ფასის დაწესებას მიუღებელს უწოდებს

კრემლი ევროკავშირის მიერ გაზის ზღვრული ფასის დაწესებას მიუღებელს უწოდებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროგაერთიანების გადაწყვეტილება საბაზრო ფასების დადგენის დარღვევაა.

„ეს არის საბაზრო ფასების დადგენის დარღვევა, საბაზრო პროცესების დარღვევა“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ.

როგორც მედია წერს, ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბუნებრივი აირის ფასი 180 ევროს დონეზე შეიზღუდოს.