კანადა რომან აბრამოვიჩის აქტივების კონფისკაციის პროცესს იწყებს

კანადა რომან აბრამოვიჩის აქტივების კონფისკაციის პროცესს იწყებს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ ოტავა შეეცდება, 26 მილიონი დოლარი ჩამოართვას Granite Capital Holdings Ltd -ს, რომელიც რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის.

„კანადა იყო G7-ის პირველი ქვეყანა, რომელმაც ასეთი ქმედება განახორციელა, აჩვენა თავისი მტკიცე ერთგულება უკრაინის, მისი რეკონსტრუქციისადმი და მათი პასუხისმგებლობის მოწოდებით გამოვიდა, ვინც სარგებლობდა და მხარს უჭერდა პრეზიდენტ პუტინის რეჟიმს“ , - აღნშნა მინისტრმა.

როგორც მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კანადამ გამოიყენა თავისი ახალი უფლებამოსილება, რათა მთავრობამ მოითხოვოს სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული აქტივების დაყადაღება.