რუსული ძალების მიერ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსული ძალების მიერ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსმა სამხედროებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპული მამაკაცი დაბომბვის დროს საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა.

„დილით რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი“, - აცხადებს იანუშევიჩი.

უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ხერსონი 27-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.