მიხაილო პოდოლიაკი - არარეალურ გეგმებზე საუბრით ნუ შეწუხდებით - რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევთ

არარეალურ გეგმებზე საუბრით ნუ შეწუხდებით - რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევთ. ომი მხოლოდ მისი დამარცხებით უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ამ მიზნით საჭიროა უკრაინისთვის არტილერიის, ჯავშანტექნიკის, დრონების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება.
„მაშასადამე, ჰემინგუეის პერიფრაზირებაა: „გამარჯობა, იარაღო!“ არტილერიის, ჯავშანტექნიკის, დრონების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საჭირო პროპორციებით“, - აცხადებს პოდოლიაკი.

























