რუსებმა ხერსონში სამედიცინო პუნქტი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერსონის ცენტრს თავს დაესხნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქის ცენტრი კვლავ დაბომბეს.
ამჟამად ვრცელდება ინფორმაცია 2 დაღუპულის შესახებ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება.
გადაუდებელი მედიცინისა და კატასტროფების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, ჭურვი იმ ადგილას მოხვდა, სადაც სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტია განთავსებული.
ადგილობრივი გამოცემის ცნობით, დაღუპულები არიან 32 წლის მედიკოსი და 70 წლის მამაკაცი. დაშავებულია ორი ადამიანი.

























