რუსულმა ძალებმა უკრაინაში 447 ბავშვი მოკლეს

რუსულმა ძალებმა უკრაინაში 447 ბავშვი მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 447 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„15 დეკემბრისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 447 და დაშავდა 856 ბავშვი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 426 ბავშვი, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა. უწყების განმარტებით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.