კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, აფეთქებები იყო

კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, აფეთქებები იყო

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოვსკის რაიონში, აფეთქებები იყო.

„ტელეგრამის“ საკუთარ არხზე, კლიჩკომ დაწერა, რომ შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან, დეტალებზე კი მოგვიანებით ისაუბრებს.

ამასთან, კიევის რეგიონის გუბერნატორმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა.

უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მელინდა სიმონსმა კი აღნიშნა, რომ ის „ფანჯრებისგან მოშორებით იმყოფებოდა და გარეთ აფეთქებების ხმა გაიგონა “.