CNN - აშშ უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემისთვის ემზადება

აშშ უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ორ ამერიკელ ჩინოსანსა და ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნისთვის მოსამზადებელ გეგმებს ამთავრებს, რის შესახებაც უკვე ამ კვირას შეიძლება გახდეს ცნობილი.
გეგმა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერაა შემუშავებული, ჯერ პენტაგონის მეთაურმა ლოიდ ოსტინმა უნდა დაადასტუროს, რის შემდეგაც ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. CNN-ის სამი თანამოსაუბრის თანახმად, ასეთი ხელმოწერა მოსალოდნელია.
CNN-ი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც გეგმები საბოლოოდ შეთანხმდება, Patriot-ის სისტემები “უახლოეს დღეებში” გაიგზავნება, ხოლო უკრაინის ძალები წვრთნას გერმანიაში აშშ-ის არმიის ბაზაზე გაივლიან.

























