ლუგანსკის გუბერნატორი - დარწმუნებული ვარ, 2023 წელს ლუგანსკის ოლქის მთელ ტერიტორიას გავათავისუფლებთ

ლუგანსკის გუბერნატორი - დარწმუნებული ვარ, 2023 წელს ლუგანსკის ოლქის მთელ ტერიტორიას გავათავისუფლებთ

ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი იმედოვნებს, რომ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები შეძლებენ, ზამთრის ბოლოს მიაღწიონ 2014 წლის სადემარკაციო ხაზს და 2023 წელს ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის დეოკუპაცია განახორციელონ.

გაიდაის განმარტებით, ლუგანსკის ოლქის ოკუპანტებისგან გათავისუფლება ძალიან რთული იქნება, რადგან მათ რეგიონში დიდი ძალა და საშუალებები გადაისროლეს.

„იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა ძალა, საშუალებები გადაიყვანეს იქ, ძალიან რთული იქნება. ძალიან მინდოდა, რომ ახალ წელს კრემენაიაში შევსულიყავით. დარწმუნებული ვარ, რომ ზამთრის ბოლოს ჩვენ უკვე შევძლებთ, მივაღწიოთ დემარკაციის ხაზს და საბოლოოდ, 2023 წელს, ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ლუგანსკის ოლქს“, - განაცხადა გაიდაიმ.