აშშ-ის სენატმა 2023 წლისთვის თავდაცვის რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცა, საიდანაც 800 მილიონი უკრაინისთვისაა გამოყოფილი

აშშ-ის სენატმა 2023 წლისთვის თავდაცვის რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცა, საიდანაც 800 მილიონი უკრაინისთვისაა გამოყოფილი

აშშ-ის სენატმა 2023 წლისთვის თავდაცვის რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის ჯამური თანხაც 847,3 მილიარდ დოლარს შეადგენს და საიდანაც 800 მილიონი უკრაინისთვისაა გამოყოფილი. ახლა დოკუმენტი კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა დაამტკიცონ.

უკრაინის პირდაპირი სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 19,3 მილიარდი დოლარია.

ბიუჯეტში 6 მილიარდი დოლარი ევროპაში რუსეთის შეკავებაზეა გათვალისწინებული, ხოლო 11,5 მილიარდი აშშ დოლარი კი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შესაკავებლად.

მედია აღნიშნავს, რომ დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ს 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გახდეს.