დმიტრო კულება - Patriot სისტემებისა და Leopard-2 ტანკების გადმოცემის საკითხში გერმანიის ლიდერობის იმედი გვაქვს

დმიტრო კულება - Patriot სისტემებისა და Leopard-2 ტანკების გადმოცემის საკითხში გერმანიის ლიდერობის იმედი გვაქვს

Patriot სისტემებისა და Leopard-2 ტანკების გადმოცემის საკითხში გერმანიის ლიდერობის იმედი გვაქვს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიფინგზე განაცხადა.

“მადლობელი ვარ გერმანიის ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაწყვეტილებისთვის და დამატებით 7 Gepard საზენიტო სისტემების გადმოცემისთვის. ამავდროულად, უკრაინელი დიპლომატები აგრძელებენ გერმანულ მხარესთან მოლაპარაკებებში ძალისხმევას უკრაინისთვის Leopard-2 ტანკებისა და Patriot საჰაერო თავდაცვის სისტემების გადმოცემისთვის”, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიამ უკვე გამოავლინა ლიდერობა IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა მნიშვნელოვანი შეიარაღების გადაცემაში.

“Patriot-ის, Leopard-2 ტანკებისა და Marder ჯავშანტრანსპორტიორების გადმოცემის საკითხშიც [გერმანიის] ლიდერობის იმედი გვაქვს. არანაირი ტაბუ არ უნდა არსებობდეს უკრაინისთვის რუსული აგრესიისგან მთელი ევროპის დასაცავად იარაღის მიწოდების საკითხში… არაა საჭირო თავის მართლება და საკვანძო გადაწყვეტილებების გადადება. დროა უკრაინის ცა დაიხუროს - საჰაერო თავდაცვის სისტემების მეშვეობით, რომლებიც უკრაინაში საკმარისი რაოდენობით უნდა ჩამოვიდეს”, - აღნიშნა მინისტრმა.