მონტენეგრო უკრაინას სამხედრო ბიუჯეტის 11%-ს შესწირავს

მონტენეგრო უკრაინას სამხედრო ბიუჯეტის 11%-ს შესწირავს

მონტენეგრო უკრაინისთვის საკუთარი სამხედრო ბიუჯეტის 11%-ის შემოწირულებას განახორციელებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა.

„ეს შემოწირულება, ათასობით ლტოლვილის მიღებასთან ერთად, აჩვენებს მონტენეგროს მთავრობის მკაფიო გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს უკრაინელების დაცვას“, - ნათქვამია მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის, დრიტან აბაზოვიჩის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირობები მონტენეგროს პრემიერმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეათანხმეს, რომლებმაც გუშინ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.