მედიის ინფორმაციით,  ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის დაზიანებულ ხიდზე იმყოფებოდა

მედიის ინფორმაციით,  ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის დაზიანებულ ხიდზე იმყოფებოდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქერჩის დაზიანებულ ხიდს ეწვია, რომელიც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთს ერთმანეთთან აკავშირებს.

ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ პუტინი ავტომობილის საჭესთან ზის და ხიდზე გადაადგილდება.

ამასთან, კრემლის ლიდერი მშენებლებს გაესაუბრა, რომლებიც ოქტომბერში აფეთქების შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ.

შეგახსენებთ, რუსეთმა ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში უკრაინა დაადანაშაულა. ოფიციალურმა მოსკოვმა 8 ოქტომბერს ანექსირებულ ყირიმში განხორციელებულ აფეთქებას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა საკვანძო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სერიით უპასუხა.