მედია - რუსეთში, „ენგელსის“ აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა

მედია - რუსეთში, „ენგელსის“ აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა

რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქში „ენგელსის“ აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა.

რუსული „ტელეგრამის“ არხების ცნობით, თავდასხმა წუხელ მოხდა. რუსები აცხადებენ, რომ აეროდრომს, რომელიც უკრაინიდან 800 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს, დრონები დაესხნენ თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ენგელსის“ აეროდრომზე ორი რუსული Ту-95 ტიპის თვითმფრინავი დაზიანდა და ორი რუსი ჯარისკაცი დაშავდა.