უკრაინამ მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი იერარქიის ათ სასულიერო პირს სანქციები დაუწესა

უკრაინამ მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი იერარქიის ათ სასულიერო პირს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მხარის განცხადებით, აღნიშნული სასულიერო პირები რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ ან გაამართლეს რუსეთის უკრაინაში შეჭრა.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დასძინა, სასულიერო პირები პრორუსულ ნარატივებს უწყობდნენ ხელს.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვის კუთხით ყოვლისმომცველ მუშაობას აგრძელებს და გააგრძელებს იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

























