შარლ მიშელი - ჩინეთის პრეზიდენტს მოვუწოდე, რუსეთზე თავისი გავლენა გამოიყენოს, რომ გაერო-ს წესდებას სცეს პატივი

შარლ მიშელი - ჩინეთის პრეზიდენტს მოვუწოდე, რუსეთზე თავისი გავლენა გამოიყენოს, რომ გაერო-ს წესდებას სცეს პატივი

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს მოუწოდა, რუსეთზე გავლენა იქონიოს უკრაინასთან ომის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

მიშელის თქმით, პეკინში სამსაათიანი შეხვედრის დროს ომის განხილვამ “დიდი დრო“ დაიკავა.

ასევე განიხილებოდა ვაჭრობის, კლიმატის, ადამიანის უფლებების, COVID-19-ის, სიძნიანისა და ტაივანის საკითხები.

“ისევე როგორც აპრილში, ევროკავშირი-ჩინეთის სამიტზე პრეზიდენტ სის მოვუწოდე, რუსეთზე თავისი გავლენა გამოიყენოს, რომ გაერო-ს წესდებას სცენ პატივი”, - განაცხადა მიშელმა.

როგორც მან აღნიშნა, სი ძინპინმა ნათლად გააგებინა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ აწვდის და რომ ბირთვული მუქარები მიუღებელია.