ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 50 სამხედრო დაიბრუნა

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 50 სამხედრო დაიბრუნა

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 50 სამხედრო დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“ჩვენ ვიბრუნებთ მარიუპოლისა და “აზოვსტალის” დამცველებს, ვიბრუნებთ ტყვეებს, რომლებიც ოლენივკაში იყვნენ, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე ბრძოლებში დაჭრილებს.

ეს დიდი სამუშაოა, რომელიც ყოველ დღე გრძელდება. ბოლო უკრაინელის გათავისუფლებამდე ვიმუშავებთ”, - წერს ერმაკი.