ოლაფ შოლცი - უკრაინის მხარდაჭერას ომში მის გამარჯვებამდე გავაგრძელებთ

ოლაფ შოლცი - უკრაინის მხარდაჭერას ომში მის გამარჯვებამდე გავაგრძელებთ

გერმანია და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას ომში მის გამარჯვებამდე, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება: ეკონომიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული კუთხით, დანგრეული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენით და ასევე იარაღით“, - განაცხადა კანცლერმა და ხაზი გაუსვა, რომ ომი გავლენას ახდენს გერმანელებზეც.

ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმების განხორციელება.

„უწყვეტი თავდასხმები სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, წყლისა და ელექტროენერგიის ქსელებზე, უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე საშინელი სტრატეგიაა“, - აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთს არ შეუძლია და ვერ მოიგებს მის მიერ გაჩაღებულ ომს.