უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმების მიმართულება გაზარდოს

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმების მიმართულება გაზარდოს

რუსეთის ფედერაციის ჯარებმა, შესაძლოა, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მიმართულება გაზარდონ, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სარატოვის ოლქში, „ენგელსის“ აეროდრომზე დამატებითი თვითმფრინავები გამოჩნდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, იური იგნატმა განაცხადა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს ბევრი რაკეტა არ დარჩა. მისი თქმით, ოკუპანტებს ძირითადად დარჩენილი აქვთ „კალიბრები“, Х-101, Х-555 ტიპის რაკეტები და „ისკანდერები“.

საჰაერო ძალების წარმომადგენელის განცხადებით, რუსული არმიის სამიზნეებად რჩება კრიტიკულ ინფრასტრუქტურული ობიექტები, პირველ რიგში, ენერგეტიკული ობიექტები.