რუსები ხერსონის საავადმყოფოს თავს დაესხნენ

რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ ხერსონის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოს. მსხვერპლი არ ყოფილა.
„უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ Telegram-ში განაცხადა.
„ხერსონი. ოკუპანტები თავს დაესხნენ რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოს. შენობაში ფანჯრები ჩაამსხვრიეს. მსხვერპლი არ ყოფილა“, - განაცხადა ტიმოშენკომ.
სააგენტო იუწყება, რომ რუსები ხერსონს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით და ნაღმმტყორცნებიდან ბომბავდნენ.
ცნობისთვის, გასული დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა ხერსონის რაიონი 21-ჯერ დაბომბეს. დარტყმები განხორციელდა საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

























