რუსების მიერ ლიმანში საცხოვრებელი სექტორის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსების მიერ ლიმანში საცხოვრებელი სექტორის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში, საცხოვრებელ სექტორში „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებიდან ცეცხლი გახსნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეზე, კირილ ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.