2023 წლისათვის საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ზღვრული რაოდენობა კვლავ 37 ათასი პირით იქნება განსაზღვრული

2023 წლისათვის საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ზღვრული რაოდენობა არ იცვლება და კვლავ 37 ათასი პირით იქნება განსაზღვრული.
თავდაცვის ძალების რაოდენობას პარლამენტი ყოველწლიურად ამტკიცებს. ბოლო წლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეთა შტატი 37 ათასით არის განსაზღვრული.
თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ მთავრობის განკარგულება პარლამენტს უკვე წარედგინა.

























