IRI - გამოკითხულთა 84%-ს საქართველოს ჯარი მოსწონს, 81%-ს საპატრიარქო, 63%-ს კი პოლიცია

IRI - გამოკითხულთა 84%-ს საქართველოს ჯარი მოსწონს, 81%-ს საპატრიარქო, 63%-ს კი პოლიცია

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84% ქართულ ჯარზე კარგი აზრისაა, რეიტინგით მეორე, 81%-ით, საქართველოს საპატრიარქოა, ხოლო პოლიცია გამოკითხულთა 63%-ს მოსწონს.

ამავდროულად კვლევის თანახმად ქართული ჯარი გამოკითხულთა 12%-ს არ მოსწონს, საპატრიატქო - 14%-ს, პოლიცია კი 34%-ს.

იუსტიციის სამინისტროს მუშაობა 61%-ს მოსწონს, თუმცა მისი მუშაობით 34% უკმაყოფილოა.

კვლევის მიხედვით ქართული მედიის მუშაობით კმაყოფილებას გამოკითხულთა 60% გამოხატავს, მაშინ როდესაც მისი მუშაობით უკმაყოფილოთა რაოდენობა 36%-ს შეადგენს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო მოსწონს 58%-ს, უკმაყოფილო კი 38%-ია. ომბუდსმენის ოფისის მუშაობა მოსწონს 57%-ს, მისით უკმაყოფილო 35%-ია. პრემიერ- მინისტრის ოფისის მუშაობით 48%-ია კმაყოფილი, 48% კი უკმაყოფილო. საქართველოს მთავრობა 46%-ს მოსწონს, 51%-ს კი არა. პრეზიდენტის ადმინისტრაციით 48%-ია კმაყოფილი, უკმაყოფილო 46%. საჯარო საგანმანათლებლო სისტემა 40%-ს მოსწონს, 55% კი მისით უკმაყოფილოა. 40% მოსწონს პოლიტიკური პარტიები, 57% მათით უკმაყოფილოა. ეროვნული ბანკით 29%-ია კმაყოფილი, 59% კი უკმაყოფილო. 48% კმაყოფილია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობით, 48% უკმაყოფილო. საქართველოს პარლამენტის მუშაობით კმაყოფილებას 44% გამოხატავს, უკმაყოფილო კი 54%-ია. სასამართლოებისადმი კმაყოფილებას 38% გამოხატავს, უკმაყოფილებას კი 48%. 28%-ია კმაყოფილი პროკურატურით, 46% - უკმაყოფილო. რეიტინგის ბოლო ადგილას გუბერტნატორები არიან, მათი მუშაობით 27%-ია კმაყოფილი, 44% - უკმაყოფილო.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM -ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.