წეროვანის ცენტრში დაშავებულმა უკრაინელმა სამხედროებმა რეაბილიტაციის კურსი გაიარეს

უკრაინელმა დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა და მათი ოჯახის წევრებმა მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და რეკრეაციული თერაპიის კურსი გაიარეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ქართველ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან და აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად სპორტულ ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.
როგორც თავდაცვის სამინკსტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინელი დაშავებული სამხედროების საქართველოში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. 2015 წლიდან დღემდე წეროვანში სარეაბილიტაციო კურსი 264 უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ და მათი ოჯახის წევრმა გაიარა.

























