საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის მეთაურს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის მეთაურს, გენერალ-მაიორ ტიბერიუ დაციან სერბანს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და სურვილი გამოთქვეს, რომ საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების მიზნით აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.
მათივე ცნობით, რუმინელი გენერლის ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებებით მიღწეული პროგრესის შეფასებას.

























