დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე საწყობებში ხანძარი გაჩნდა

დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე საწყობებში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ქრობითი სამუშაოები.
ადგილზე 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

























