ჯანდაცვის სამინისტრო - ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე კიბერშეტევა განხორციელდა, შესაბამისი უწყებებია ჩართული, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ხარვეზი აღმოიფხვრას

ჯანდაცვის სამინისტრო - ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე კიბერშეტევა განხორციელდა, შესაბამისი უწყებებია ჩართული, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ხარვეზი აღმოიფხვრას

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა და სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები უკვე მუშაობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართული, რათა უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ხარვეზი აღმოიფხვრას.