ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ახლად დანიშნულ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რაზვან როტუნდუს უმასპინძლა და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მათი განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.
„ჯუანშერ ბურჭულაძემ მადლიერება გამოხატა რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვისას ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობასა და სამხედრო განათლების მიმართულებაზე.
შეხვედრას რუმინეთის თავდაცვის სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ძალების ატაშე, პოლკოვნიკი მირცეა ჯუგურეანუ დაესწრო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

























