მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე ბატალიონმა შემაჯამებელი სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა

მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე ბატალიონმა შემაჯამებელი სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა

მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონმა ვაზიანის სასროლეთზე ბატარეის დონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შემაჯამებელ საბრძოლო სროლებში რეაქტიული სისტემების საბრძოლო მანქანა ბმ-21 და ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დანადგარი ზეუ-23-2 იყო მიზიდული.

უწყების ცნობით, სწავლება მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნის შემოწმებას, თუ რამდენად შეუძლიათ მათ თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას, ბატალიონის/ბატარეის შემადგენლობაში სამანევრო ქვედანაყოფებისთვის საცეცხლე მხარდაჭერა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წვრთნები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.