საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა 2021 წლისთვის კვლავ არაუმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა 2021 წლისთვის კვლავ არაუმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მოქმედებების დროს, ასევე სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
საკითხი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა. თავდაცვის ძალების რაოდენობას უახლოეს სესიაზე დაამტკიცებენ.

























