საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი დააჯილდოვა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი, დენიელ ჯუდი მედლით „ღირსეული პარტნიორი" დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აშშ-ის მრჩეველმა უწყებრივი ჯილდო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაში და აშშ-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიიღო.

დენიელ ჯუდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო მოვლენილი. მას ამ პოზიციაზე რობერტ ჰამილტონი ჩაანაცვლებს.