აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" რეზო ხარაზი აცხადებს, მისთვის უცნობია მომდევნო სასამართლო პროცესი როდის გაიმართება.
მისი თქმით, სამართალდამცავებმა უკანონოდ დააკავეს.
ცნობისთვის, რეზო ხარაზი აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსში ღებულობდა მონაწილეობას, მან პროტესტის ნიშნად ბოძზე ბუშტები დაამაგრა. სამართალდამცავებმა კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს ირაკლი ჩხვირკიას, მისი სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობა. ირაკლი ჩხვირკია აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

























