ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების - რეზო ხარაზისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

რეზო ხარაზი და ირაკლი ჩხვირკია აჭარის მთავრობის სახლთან აქციის დროს დააკავეს, სადაც ერთმანეთს სამართალდამცავები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციის წევრები აქცია პერფორმანსს მართავდნენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.