აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა

აჭარის მთავრობის სახლთან მორიგი დაპირისპირება მოხდა. აქციაზე მოქალაქე მივიდა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს განუცხადა, რომ მოქალაქეები მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებენ.
მოქალაქემ აქციის მონაწილეებს წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი შეახსენა და აღნიშნა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
"გამორიცხულია, თქვენს დაბრუნებას ხელისუფლებაში არ დავუშვებთ, საერთოდ როგორ და რა ნამუსით ითხოვთ ამას. ყველას გვახსოვს ცხრაწლიანი მმართველობა, უბრალო მოქალაქე ვარ, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ უსწორდებოდით ადამიანებს",- აღნიშნა მოქალაქემ
ამ განცხადების შემდეგ, აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, მოქალაქე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

























