აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია აქციას მართავს

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
"საბოლოო მიზანი არის ხელახალი არჩევნები, ვერ გავჩერდებით, ეს პროტესტი გაგრძელდება, ასევე დღეს შევიკრიბებით ოპოზიციური პარტიები და უახლოეს დღეებში დავგეგმავთ ხალხმრავალ აქციას", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა გიორგი კირთაძემ
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა, პროტესტის პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხუთი წევრის სასამართლო პროცესი მონიტორზე ჩართეს და სოლიდარობა გამოუცხადეს. ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

























