ბორჯომის საფეხბურთო გუნდი ფეხბურთის 7X7-ზე ჩემპიონატის გამარჯვებულია

თბილისში, „მასტერ ლიგის“ ეგიდით ფეხბურთის 7X7-ზე ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ფინალში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელით ყვიბისის საფეხბურთო გუნდმა იასპარეზა, რომელმაც უბნებს შორის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაძაბული ფინალური მატჩი ბორჯომის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 4:3. ჩემპიონატის გამარჯვებულს, „მასტერ ლიგამ“ ფულადი თანხა, 1000 ლარის ოდენობით გადასცა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან, გამარჯვებულმა გუნდმა დამატებით ფულადი ჯილდო, 1 000 ლარის ოდენობით მიიღო. ბორჯომის საფეხბურთო გუნდი, უახლოეს პერიოდში საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.
„საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი, მასტერ ლიგისგან ფულად ჯილდოს, 10 000 ლარის ოდენობით მიიღებს. ჩემპიონატი, საქართველოს მასტერ ლიგის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდება.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მერიამ ჩემპიონატის საწყის ეტაპზე, უბნებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული 3 გუნდი ფულადი თანხით (300-600-900 ლარი) დააჯილდოვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























