ცესკოს ინფორმაციით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს

ცესკოს ინფორმაციით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქუთაისის 130 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 45 უბანი, რაც უბნების საერთო რაოდენობის 34.62%-ია. არსებული მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ 852 ხმა (8.07%), ხოლო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 9706 ხმა (91.93%) მიიღო.