დავით გაბაიძე - მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, ნუ დაეზარებათ მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი

დავით გაბაიძე - მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, ნუ დაეზარებათ მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო - ნუ დაეზარებათ მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი“, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ განაცხადა.

დავით გაბაიძემ მეორე ტურში თავისი არჩევანი ბათუმის 49-ე უბანზე დააფიქსირა.

„მე გავაკეთე ჩემი მოქალაქეობრივი არჩევანი. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამასთან, მინდა ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო - ნუ დაეზარებათ მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის უფლებაა და უნდა მოვახდინოთ ამ უფლების რეალიზება - გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.