საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ზუგდიდში საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს

საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ზუგდიდში საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს

ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნები 08:00 მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად, - ამის შესახებ საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომისია არასრული შემადგენლობით მუშაობს, რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა მათ მიერ დანიშნული წევრები გაიწვიეს, ხოლო ზოგიერთ უბანზე წევრები კორონავირუსით ინფიცირების გამო ჩაიხსნა.

„#27 საოლქო ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში მეორე ტურისთვის რეგისტირებულია 120 255 ამომრჩეველი. გახსნილია 107 უბანი, პლუს ორი კოვიდუბანი- რუხსა და ანაკლიაში. 07:00 საათზე ყველა უბანი იყო გახსნილი. იცით, რომ კომისია მუშაობს 10-კაციანი შემადგენლობით, ვინაიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ დანიშნული წევრები ოფიციალურად გაწვეულია. ზოგიერთ უბანზე არის 9-კაციანი და 8-კაციანი შემადგენლობა, ბევრი ინფიცირებული ადამიანი გამოაკლდა საუბნო საარჩევნო კომისიას. წილის ყრის პროცედურები, გადასატან ყუთთან და ძირითადი ფუნქციების განაწილებასთან დაკავშირებით ყველგან დასრულებულია. 08:00 საათისთვის ყველა უბანი მზად იყო კენჭისყრის პროცედურისთვის. პირველი აქტივობა გვექნება 10 საათისთვის. ამომრჩევლის უსაფრთხოება დაცულია“,- განაცხადა მირანდა მესხმა.

იხილეთ ვიდეო: ზუგდიდში საპარალამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს