თელავის რაიონულ სასამართლოში შმაგი მუთოშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა

თელავის რაიონულ სასამართლოში შმაგი მუთოშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საქმის განხილვისას დაცვის მხარე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვდა. ბრალდების მხარემ კი, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქმის არსებით განხილვაში გადაცემის შუამდგომლობა დააყენა.
საქმის არსებითი განხილვა 26 ნოემბერს დაინიშნა.
ცნობისთვის, შმაგი მუთოშვილი გასული წელს პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმაა. ის პოლიციამ ორი თვის წინ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარებისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

























