აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია აქციას მართავს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე კუბო მიიტანეს წარწერით: "მშვიდობით ბიძინა ბიძია".
მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს „დღეს ქართველი ხალხი ასაფლავებს“.
აჭარის მთავრობის სახლთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების მოთხოვნაა, ხელახალი არჩევნების ჩატარება და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
იხილეთ ვიდეო: "მშვიდობით ბიძინა ბიძია" - აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა

























