ზუგდიდში #67 საოლქო კომისიასთან ოპოზიცის აქცია დასრულდა

ზუგდიდში #67 საოლქო კომისიასთან ოპოზიცის აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ, რაც საანგარიშო შენობასთან ვერ მიიტანეს, მიმდებარედ ხეზე ჩამოკიდეს. საანგარიშოს შენობასთან მიტანის უფლება, მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები საოლქო კომისიის შემაჯამებელ სხდომას აპროტესტებდნენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ სცნობენ და ზუგდიდში #67 საოლქო კომოსიის თავმჯდომარეს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, აქციები იქნება პერმანენტული.
საპროტესტო აქციებსა და ოპოზიციის ბრალდებდბს #67 საოლქო კომისიის თამვმჯდომარე მირანდა მესხმა უპასუხა. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა მათი ნებაა, რაც შეეხება ოქმებს, მესხი ამბობს, რომ ოლქის მასშტაბით ყველა ოქმი ხელმისაწვდომია და მას კომისიის თითოეული წევრი აწერს ხელს.

























