პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმში პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდა. როგორც კლინიკაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცი კლინიკაში შეყვანისთანავე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას კორონავირუსთან ერთად სხვა თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა.

ცნობისთვის, ფრიდონ ქარცივაძე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო.