ფოთში, საქალაქო სასამართლოსთან ”ნაციონალური მოძრაობის“ და "ლელოს” მხარდამჭერები აქციას მართავენ

ფოთში საქალაქო სასამართლოსთან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ,,ლელო საქართველოსთვის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ . აქციის მონაწილეთა განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი საჩივრები განუხილველი დატოვა, რის გამოც სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. მათივე თქმით, აღნიშნულ სარჩელს სასამართლო დღეს განიხილავს.
შეკრებილებმა სასამართლოში მისულ #70 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ,,სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. მათ შენობაში შესვლა ხმაურის ფონზე მოუწიათ.
„ვაპროტესტებთ არჩევნების გაყალბებას. გაყალბება არ იყო ეს, ეს იყო სასწაული ოპერაცია , რასაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. კანონის არცერთი პარამეტრი არ იყო დაცული. ძალიან ბევრი საჩივარი გვაქვს დაწერილი , რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა საერთოდ. მოსამათლეს მოვუწოდებთ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება“- განაცხადა ,,ნაცმოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

























