ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირება მოხდა

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირება მოხდა

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ვითარება დაძაბულია. ადგილზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცავებმა სიტუაციის განმუხტვა სცადეს. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი სიტუაციას განარიდა.

ადგილზე შეკრებილებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები მოიპარა და მოითხოვენ "მოპარული არჩევნების დაბრუნებას". აქციის მონაწილეები განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.