ნუკრიანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბეს სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემები მოეწყობა

ნუკრიანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბეს სტაბილური წყალმომარაგებისთვის  სისტემები მოეწყობა

გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის ახალი სისტემების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, სამუშაოებს 11 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სოფლების - ნუკრიანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბეს სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემები მოეწყობა.

„დაინტერესებულ პირებს წინადადების წარდგენა 11 ნოემბრიდან - 17 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. წყალმომარაგების სისტემა სამივე სოფელში მოძველებულია. ასევე , რეაბილიტაციას საჭიროებს არსებული სატუმბო სადგური და ჭაბურღილები. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი მაგისტრალური მილები. პროექტის განხორციელების შედეგად, 2 500-ზე მეტი ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.

გამარჯვებული კომპანიამ სამუშაოები 17 თვეში უნდა დაასრულოს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.