ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 48 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 209 პაციენტიდან 48 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კლინიკის ექიმის გია კიკაბიძის ინფორმაციით, 14 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა.
აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად 9 პაციენტი გარდაიცვალა, რომლებიც აჭარის სხვადასხვა კოვიდ კლინიკებში მკურნალობდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 165 კოვიდ დადებით პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში აჭარაში კორონავირუსი 8954 პირმა დაამარცხა და დადასტურდა 387 ახალი შემთხვევა.

























