ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 26 წლის გოგოს დედა აცხადებს, რომ მისი შვილის ჰოსპიტალიზება დაგვიანებით მოხდა

ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 26 წლის გოგოს დედა აცხადებს, რომ მისი შვილის ჰოსპიტალიზება დაგვიანებით მოხდა

ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 26 წლის მაგდა ძოწენიძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის ჰოსპიტალიზება დაგვიანებით მოხდა, მიზეზი კი კლინიკებში ადგილების არარსებობა გახდა. როგორც ოჯახში აცხადებენ, 26 წლის ახალგაზრდა ქალს სიმპტომები რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა, ის სავარაუდოდ, დედისგან დაინფიცირდა.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მათ 112-ში ცხელ ხაზზე ეუბნებოდნენ, რომ კლინიკაში ადგილები არ იყო, რის გამოც მკურნალობა სახლში გააგრძელეს. მათივე თქმით, 31 ოქტომბერს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ის ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა და ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ამასთან, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალს თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა. მათი თქმით, კორონავირუსზე ტესტის პასუხიც დაკრძალვის შემდეგ გახდა ცნობილი.

ოჯახში აცხადებენ, რომ გარდაცვალების შემდგომი პროცედურებიც არ ჩატარდა სათანადოდ. კერძოდ, ცხედარი სახლში სპეციალური შეფუთვის გარეშე მიასვენეს და დაკრძალვის შემდეგაც არ მომხდარა სახლის დეზინფექცია.

იხილეთ ვიდეო: სიმწრით მიიღეს, ერთი საათი ვრეკავდით, ადგილი არ იყო" - რას ჰყვება დედა, რომლის 27 წლის ქალიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა