ლევან ვარშალომიძე - ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ჩარჩოს გასცდა

ლევან ვარშალომიძე - ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ჩარჩოს გასცდა

ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ჩარჩოს გასცდა,- ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიცია ქართველ ხალხთან ერთად ხმების დასაცავად იბრძოლებს. ლევან ვარშალომიძის თქმით, მისი მიზანია ქვეყნის გადარჩენა და არა თანამდებობის დაკავება.

"გუშინ ხელისუფლება, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ჩარჩოს გასცდა. ფაქტობრივად არჩევნები და ხალხის ნება მიიტაცა. ამიტომ ჩვენ ვიმსჯელეთ და მყარი გადაწყვეტილება მივიღეთ. ყველა ოპოზიციური პარტია დადგება იქ, სადაც იქნება ქართველი ხალხი, ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ასე რომ, ძალა ერთობაშია და ბრძოლა გრძელდება.

აჭარის ამომრჩეველს დიდი მადლობა, რომ მოვიდა და გვერდზე დაგვიდგა. დიდი მადლობა ყველა ბათუმელს და აჭარის მცხოვრებს, მაგრამ კითხვა მაქვს ყველასთან რომელ არჩევნებზე ვსაუბრობთ? 31 ოქტომბერს დილის 8 საათზე იხსნება უბნები და პირველ ნოემბერს 2- ის ნახევარზე იხურება. ჩემი ბრძოლა არ არის კონკრეტული თანამდებობა, ჩემი ბრძოლა არ არის პარლამენტში შესვლა. ყველა ერთად ვდგავართ, რომ საქართველო გადავარჩინოთ",- აცხადებს ლევან ვარშალომიძე.